თანხმობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეტყობინება (კანდიდატებისთვის)

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) ან სხვა პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს შპს ჯეი ეფ ჯორჯიამ (ს/კ 402009278) დაამუშაოს თქვენი მონაცემები შემდეგი პირობებით:

  • დამუშავების მიზანი: მიმდინარე ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვა, შერჩევის პროცესის მართვა და სამომავლო დასაქმების მიზნით თქვენი მონაცემების საკადრო რეზერვში შენახვა.
  • დამუშავების საფუძველი: მონაცემთა სუბიექტის თანხმობა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების აუცილებლობა.
  • შენახვის ვადა: მიმდინარე ვაკანსიაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები შეინახება საკადრო რეზერვში 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ექვემდებარება შეუქცევად განადგურებას.
  • თქვენი უფლებები: თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
  • კონტაქტი: პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ან თქვენი უფლებების რეალიზების მიზნით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@junglefever.ge