კომპანიის შესახებ

JF Georgia-ს ისტორია 2015 წელს დაიწყო, სურვილით, რომ შეგვექნმა სივრცე, სადაც ხარიხსი, პროფესიონალიზმი და განვითარება ერთ საერთო ღირებულებად იქცეოდა. წლების განმავლობაში ეს ხედვა გამოცდილებად, გამოცდილება კი ნდობად იქცა.

დღეს JF Georgia საქართველოს სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელიც 5000-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს და 40-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობას ახორციელებს საქართველოში და ამიერკავკასიის მასშტაბით.

თუმცა ჩვენი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრებში არ იკითხება.ის ადამიანებშია, იმ პროფესიონალებში, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან სილამაზეს. იმ პარტნიორებში, რომლებთან ერთადაც ვვითარდებით და იმ მომხმარებლებში, რომელთა ნდობაც თითოეულ ჩვენს გადაწყვეტილებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

ამ ხედვამ საკუთარი სივცრცე JF Beauty Studio შექმნა. პრემიუმ კლასის სტუდია-სალონი, სადაც პროფესიონალიზმი, ესთეტიკა და ხარისხსი ერთ სივრცეში ერთიანდება.

ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. JF Academy არის სივრცე, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას, თანამედროვე ტენდენციებსა და პროფესიულ სტანდარტებს. ჩვენ გვჯერა, რომ ინდუსტრიის განვითარება იწყება ადამიანების განვითარებით. ამიტომ ჩვენი მიზანი მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება არ არის. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიონალიზმი იზრდება, ახალი იდეები იბადება და ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება ეძლევათ.

2015 წელს დაწყებული გზა დღესაც გრძელდება...

უფრო დიდი ხედვით.

უფრო მაღალი სტანდარტით.

და იმავე რწმენით, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის ❤️