გაყიდვების აგენტი - JF Artistic
03-11-2026 - 04-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია “JF Artistic” ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილმდებარეობა:

თბილისი, ე.ანდრონიკაშვილის N37ა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი:  09:30 – 18:00 საათი

შაბათი: 09:30 – 14:00 საათი

 

ანაზღაურება და პირობები

  • ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვების ბონუსი;  (საშუალო შემოსავალი რეალიზაციის შედეგების მიხედვით);
  • საწვავის ხარჯების სრული ანაზღაურება (გარბენის მიხედვით);
  • ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ფიქსირებული ანაზღაურება;

 


ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
  • მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ქონა;

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლისთვის პროდუქტის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული პრეზენტაცია.
  • პოტენციური და ახალი მომხმარებლების აქტიური მოძიება, მათთან გრძელვადიანი, სანდო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • სილამაზის სალონებთან და სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, შეკვეთების მიღება და ფინანსური პირობების შეთანხმება;
  • პროდუქციის სწორად განთავსებისა და მერჩენდაიზინგის დადგენილი სტანდარტების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების რეგულარული მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • შეკვეთების დროული მიწოდების პროცესის მონიტორინგი;
  • ბაზარზე არსებული ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

 

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში;
  • პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რეზიუმეს (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ჯეი ეფ ჯორჯიამ“ (JF Georgia), თქვენი კანდიდატურის განხილვისა და შემდგომი დასაქმების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!